
მდინარე არაგვი მდებარებს აღმოსავლეტ საქართველოში, ყაზბეგის, დუშეთისა და მცხეთის რაიონებში. მისი სიგრძეა 112 კმ, აუზის ფართობი კი 2724 კილომეტრკვადრატი. არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები მთიულეთის(თეთრი)არაგვი, გუდამაყრის(შავი) არაგვი,ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი.მთავარია არაგვი, რომელიც იწყება ყელის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში.არაგვი ზემო და შუა დინებაში მთის მდინარეა,ქვემო დინებით მუხრან–საგურამოს ვაკეზე იშლება.
არაგვი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის, აგრეთვე მყივარებისა და მარადიული თოვლის წყლით.
არაგვს მტკვარში წლიურად 15 მლრდ. მეტრკუბი წყალი შეაქვს.არაგვის ქვემო დინების ფარგლებსი გამოედინება ბულაჩაურის, ნატახტრისა და საგურამოს წყაროები, რომლებიც ქ.ტბილისს სასმელი წყლიტ ამარაგებს. არაგვის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა.
არაგვის და ვეძათხევის შესართავთან წამოზიდულ მთის კონცხზე აღმართულია XV-XVIII საუკუნეების ანსამბლი–ანანურის ციხესიმაგრე.იგი ამ ხეობას სწორედ მარჯვენა ნაპირიდან დარაჯობს.

Комментариев нет:
Отправить комментарий