
მტკვარი საქარტველოს დედამდინარეა.ამიერკავკასიაში მხოლოდ მტკვარი მიეკუთვნება დიდ მდინარეებს.იგი უდუდესი მდინარეა.მტკვარი სათავეს იღებს თურქეთის ტერიტორიაზე,ყიზილგიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე 2742_მ_ზე. იგი ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიეზე. იგი სიგრძით არის 1364 კილომეტრი.აქედან 185კილომეტრი თურქეთში,საქართველოში 390კმ, ხოლო აზერბაიჯანში 789 კმ.აუზის პართობია 188 00კილომეტრკვადრატი.მდინარე მტკვრის აუზი მოიცავს სომხეთს მთლიანად.
საქართველოს დედაქალაქი თბილისი ერთ–ერთი ულამაზესთაგანი მტკვრის ხეობის ორივე ფერდობზეა გაშლილი და იშვიათ სანახაობას წარმოადგენს.
შუა საუკუნეების ქალაქი თბილისი,რომელსაც საწყისი მეხუთე საუკუნეში აქვს, მდებარებდა ნარიყალას კალთებზე და ძველ ისანში.ამჟამად, მისი კიდეგანი თვალუწვდენელია და თითქმის ყოველი ქუჩა თუ პროსპექტი ახალი სახელებითაა დამშვენებული.
მდინარე მტკვარი ქალაქის ფარგლებში მერყეობს ზღ.დ. 425–მ–დან 370–მ–მდე.ფიზიკურ–გეოგრაფიული თვალსაზრისით მტკვარი თბილისს ორ კარგად გამოხატულ ერთეულად, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად ყოფს.
მტკვრის შენაკადებიდან გამოირჩევა მდინარე არაგვი,რომელსაც ქალაქ მცხეთაში უერთდება.

Комментариев нет:
Отправить комментарий